კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭრბა. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, მათი რაოდენობა გაიზრდება. 100-ზე მეტი დაჭრილიდან 44-ის მდგომარეობა მძიმეა, აქედან სამი ბავშვია. შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში გუშინ საღამოს მოხდა. ავტომატური ცეცხლსასრილი იარღებიდან ადამიანები სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს, შემდეგ დარბაზშიც გახსნეს ცეცხლი, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
კროკუს სიტი ჰოლში მომხდარი ტერაქტი - შაბათის ფორმულა
23 მარ 202420:01
3 წუთის საკითხავი