logo
ENG



კულება: ნებისმიერ შემთხვევაში, EU უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გადაწყვეტს

26 დეკ 202312:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/26/p66iw0f9puen84a.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გადაწყვეტს.

"ევროკავშირმა გადაწყვეტილება არა უნგრეთის ვეტოს გამო გადადო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს დროს აძლევს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ. უნგრეთს ერთი თვე მიეცა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა", - ამბობს კულება.

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.

ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ“.


close დახურვა