logo
ENG



კულება: პუტინის რუსეთი არ ეძებს გამოსავალს, მას სურს მოკვლა და განადგურება

22 ნოე 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/u5axld1n9kndn56.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინის რუსეთი არ ეძებს გამოსავალს, მას სურს მოკვლა და განადგურება.

"ახლა ისევ ისმის პუტინთან დიალოგის მოწოდების ხმები. უდავოდ, დემოკრატიულ ტრადიციაში დიალოგი ყველაზე ძლიერი იარაღია კონსენსუსის მისაღწევად. თუმცა, დიალოგი არ მუშაობს, როცა ტირანია მეორე მხარეს გენოციდს სჩადის.  პუტინის რუსეთი არ ეძებს გამოსავალს, მას სურს მოკვლა და განადგურება", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, გენოციდის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იარაღის ძალით, სამართლიანობითა და სიმართლით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აგრესორი ჯერ უნდა შეჩერდეს, განიარაღდეს და უკრაინის ტერიტორიებიდან გავიდეს, სანამ მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა იქნება შესაძლებელი.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა