logo
ENG



კუნძულ ზმეინისთან რუსულ სამხედრო გემზე ხანძარი გაჩნდა - ოდესის ადმინისტრაცია

12 მაი 202221:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/4s5yveb2xsasrvo.png

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის სერჰეი ბრატჩუკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ სამხედრო გემზე ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, ხანძარი გემ ვსევოლოდ ბობროვს გაუჩნდა, რომელიც რუსული ფლოტის ერთ-ერთი უახლესი გემია. ის ამბობს, რომ ხანძარი "უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებით" გაჩნდა.

"ზოგიერთი მონაცემით გემი ახლა სევასტოპოლში გადაჰყავთ", - ამბობს ბრატჩუკი.

ჟურნალისტის სერგეი ვისოცკის განცხადებით, გემს უკრაინული რაკეტა ნეფტუნი მოხვდა. გემს კუნძულზე საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა. 


close დახურვა