logo
ENG



კუპრაძე: სასწრაფოდ შეისწავლეთ 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა

22 ნოე 202314:13
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო საქართველოსთვის მოითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა შეისწავლოს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"არ არის სახელმწიფო ბალანსზე ინფორმაცია, 22 582 რუსული სუბიექტი რას აკეთებს და რა საქმიანობას ეწევა ამ ქვეყანაში. ეს არის ეროვნული ინტერესების საფრთხე, ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის, იმ რეალური რისკებისთვის, რაც რუსეთის ტერორისტული ოკუპანტი სახელმწიფოსგან ჩვენს ქვეყანას ადევს ტვირთად. სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფო რეჟიმში შეისწავლონ იმ 22 582 კომპანიის საქმიანობის პროფილი და დაადგინონ, რა საქმიანობას ეწევიან ისინი", - განაცხადა მან.

20 ნოემბერს ლელომ 9-პუნქტიანი გეგმა დააანონსა - როგორც ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, "საქართველოს დაცვის აქტის" მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. ლელოს მიერ წარდგენილი პუნქტები მოიცავს სავიზო რეგულაციების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, დასაქმების ბაზრის დაცვას, მიწის გაყიდვის შეზღუდვას, რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვას, რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესებას, რუსეთთან ფრენების აკრძალვა, რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვასა და რუსული ფონდების აკრძალვას.


close დახურვა