logo
ENG



კურორტ საირმეზე ახალი საკარანტინო სივრცე განთავსდება

16 მარ 202008:32
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს საკრანტინო ზონაში, საკარანტინო პერიოდს, 98 ადამიანი გადის.  თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, კარანტინში საავადმყოფოებსა და თვითიზოლაციაში გადაყვანილი მოქალაქეები დაბრუნდნენ. მათ კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითია. 

გოჩა გიორგიძე აცხადებს, კარანტინში მყოფ მოქალაქეებზე 24-საათიანი დაკვირვება მიმდინარეობს.

„98 მოქალაქე ისევ რჩება წყალტუბოს სანატორიუმში, სადაც მათზე სამედიცინო მეთვალყურეობა ხდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ხორციელდება 24-საათიანი მუდმივი მონიტორინგი, დილას-საღამოს კი თერმოსკრინინგი. კურორტ საირმეზე გამოიყო ახალი საკარანტინო სივრცე, რომელთაც დამატებით დაჭირდებათ კარანტინში განთავსება. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი“, - აღნიშნა გიორგიძემ. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა