logo
ENG



კუჭავა: ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ვამბობთ, რომ ენმ დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება

15 დეკ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/2dahxa04fnd5hvd.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის, კახა კუჭავას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლით დაადასტურა, ის, რასაც ქართული ოცნება ამბობს - რომ "ენმ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება". ჟურნალისტებთან საუბრისას კუჭავამ აღნიშნა ისიც, რომ გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ პარტიაში დასავლეთისკენ სწრაფვა ვერ დაინახა.  

"გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე. ის, რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს, ლანძღვა-გინებას, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა და მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროევროპულ და პროდასავლურ ძალად", - ამბობს კუჭავა. 

დღეს, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს

ვაშაძე Facebook გვერდზე წერს, რომ ის არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმა. როგორც ის განმარტავს, ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.

 


close დახურვა