logo
ENG



ლავროვი: ​ქართველი პოლიტიკოსები, მცირე პარტიები მმართველ ელიტაში, ურთიერთობის მომხრე არიან

18 სექ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 
5jv0et84qb9213p.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები დალაგდება". ამის შესახებ ლავროვმა RTVI-ის ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა. 

ლავროვის თმით, საქართველოში უკვე არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის მომხრენი არიან. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან აღდგება და დალაგდება. ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ურთიერთობების აღდგენას მხარს უჭერენ. ჯერ ჯერჯერობით ეს მცირე პარტიებია მმართველ ელიტებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე, ხალხის ურთიერთმიზიდულობა, საბოლოო ჯამში  იზეიმებს. შერცხვენილი იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობა", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, გასულ წელს მოსკოვი და თბილისი უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე ნაბიჯში იყო, თუმცა, დიპლომატი ამბობს, რომ სიტუაცია რუსული დელეგაციის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა. 


close დახურვა