logo
ENG



ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

27 ივლ 202311:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/v028hemq02e54j2.jpg

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე 27 ივნისს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. მაშინ გრიგორიადისმა სასამართლოს პირველად მიმართა. მან ისაუბრა საქმეზე, სადაც ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ღირსების შემლახველი განცხადებების გამო უჩივის და პროცესზე მათი გამოცხადება მოითხოვა.

26 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. პატივისა და ღირსების შემლახავი საჯარო განცხადებების გამო, ისინი ქართული ოცნების ლიდერებისგან ბოდიშს ითხოვენ - უფლებადამცველების თქმით, მათ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლური თანხის, 15 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა