logo
ENG



ლატვია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამცირებს და ქვეყნიდან ელჩს აძევებს

23 იან 202318:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/23/os98mnmnpt9yc4j.jpg

ლატვია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამცირებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა და აღნიშნა, რომ მათ ლატვიაში რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 24 თებერვლამდე მისცეს.

რინკევიჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება ლატვიამ ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად მიიღო, რომელიც რუსეთმა დღეს "ტოტალურ რუსოფობიაში" დაადანაშაულა.

"უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი რუსული აგრესიისა და ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად, ლატვია 24 თებერვლიდან რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეასუსტებს და მოითხოვს რუსეთისგან სათანადოდ მოიქცეს", - წერს ლატვიის საგარეო მინისტრი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონელ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან ქვეყანა მომავალ თვეში უნდა დატოვოს. საპასუხოდ, ოფიციალურმა ტალინმა ქვეყნიდან რუსეთის ელჩი გააძევა. ორივე ქვეყანას ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ეყოლება.


close დახურვა