logo
ENG



ლაშა ბაქრაძე: იმედი მაქვს, ეკლესია შეცვლის თავის პოზიციას

16 აპრ 202022:50
3 წუთის საკითხავი
 

ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ მთავრობა მიხვდა, რომ სწორი პოზიცია არ უჭირავს.

ბაქრაძის თქმით, ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა.

„დღევანდელი განცხადება ნიშნავდა, რომ მთავრობაც კარგად მიხვდა, რომ ეს არ არის სწორი პოზიცია. ეს არ არის სწორი პოზიცია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ეს არ არის სწორი პოზიცია ჯანდაცვის თვალსაზრისით  და ეს არ არის პოლიტიკური თვალსაზრისითაც სწორი პოზიცია.

რაც ხდება ახლა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მიერ გამოცხადებულ სტრატეგიას და ჩვენ რასაკვირველია, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და დიდი იმედია მაქვს, ეკლესია შეცვლის თავის პოზიციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

გარდა ამისა, 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. პირბადის გარეშე სიარული კი 15 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 


close დახურვა