logo
ENG



კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

16 აპრ 202019:42
3 წუთის საკითხავი
 
l7vckko0b3lfk2c.png

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 76-ს შეადგენს. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა