logo
ENG



ლაშა ჟვანია: ისრაელში საქართველოს მოქალაქე ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა

12 მაი 202117:53
3 წუთის საკითხავი
 
ლაშა ჟვანია: ისრაელში საქართველოს მოქალაქე ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ავტობუსზე თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა. ჟვანიამ ტელეკომპანია პალიტანიუსის გადაცემა აქტუალურ თემაში განაცხადა, რომ შემთხვევა გუშინ, 11 მაისს ქალაქ ხულონში მოხდა.

"მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. თავს კარგად გრძნობს, ჩვენ კავშირზე ვართ მასთან. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ", - ამბობს ელჩი. 

მანამდე, ლაშა ჟვანიამ ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ელჩი ფეისბუქზე წერს, რომ სიწყნარე დროებითია და დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღასას სექტორიდან.


close დახურვა