პრემიერის დღეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილმის რეჟისორი. ლევან აკინი ინსტაგრამის გვერდზე წერს, რომ ძალიან ამაყობს, რადგან არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენებები და პირიქით სოლიდარობა გამოხატა. „ქართულმა აუდიტორიამ, ბოლოს და ბოლოს, ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა შორსაა დასასრულიდან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ ყველა იმ მამაცი მაყურებლით, რომელიც მედგრად იდგა და რომელსაც არ შეეშინდება", – წერს ლევან აკინი.
ლევან აკინი ფილმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
09 ნოე 201913:38
3 წუთის საკითხავი