logo
ENG



ლევან ახვლედიანი ანაკლიაზე: არც ჩვენს და არც მთავრობის ინტერესებში არ შედის საარბიტრაჟო დავა

12 იან 202011:46
3 წუთის საკითხავი
 
3viqtavvs2p6imc.jpg

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სურვილს ისევ გამოხატავს. კონსორციუმის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა არც მათთვის და არც მთავრობისთვისაა ხელსაყრელი. 

„საარბიტრაჟო დავა იქნება ძალიან დამაზიანებელი. ჩვენს ინტერესებში არ შედის დავა, არც მთავრობის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. ეს დააზიანებს როგორც საინვესტიციო გარემოს, ისე პროექტს და შეიყვანს პროექტს გამოუვალ ჩიხში.  ჩვენ, კონსორციუმის გუნდი, პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ ქვეყნისა და პროექტის ინტერესების დასაცავად“, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.


close დახურვა