logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი:ოცნებამ მოშალა ყველა ინსტიტუცია, პროკურატურა ისევ პოლიტიკურია

09 ივნ 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 422

„ქართულმა ოცნებამ" მოშალა ყველა ინსტიტუცია, პროკურატურა ისევ პოლიტიკურია,“ - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას აფასებს. მისი განცხადებით ძალიან ცუდია, როდესაც სხვა ქვეყნის ელჩი უნდა ჩადგეს გარანტორად, რათა მოქალაქეების უფლება არ დაირღვეს.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი პარტნიორია, თუ არაა ჩვენი პარტნიორი, ის არ უნდა იყოს მთავარი გარანტი ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის. პროკურატურას უნდა ჰქონდეს ნდობა და ისეთი ხალხით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომელიც არ არღვევს კანონს. ძალიან ცუდია, როდესაც სხვა ქვეყნის ელჩი უნდა ჩადგეს გარანტორად, რომ ჩემი უფლება არ დაირღვეს. რისთვის გვაქვს ეს სახელმწიფო? "ქართულმა ოცნებამ" მოშალა ყველა ინსტიტუცია, პროკურატურა ისევ პოლიტიკურია და ამიტომ არის რომ ამ ადამიანებს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება უწევთ", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის დავთ ჭიჭინაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდს თვალს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კანონდარღვევას ექნება ადგილი, პასუხი ყველას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოეთხოვება.

„გენერალურ პროკურორთან მისი მისვლა იმის ნიშანის, რომ ყველა ვინც რეალურად ამა თუ იმ ძალადობრივი მეთოდებით შეეცდება არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს, მე ვფიქრობ საკადრის პასუხს უკვე საერთაშორისო სამართლის პირობებში მოსთხოვენ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  

არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე საუბრობს, პარლემენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი განცხადებით, არჩევნების დროს ყველა შესაძლო დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს.

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პროკურატურამ იმაზე, რომ ასეთი ფაქტების შემთხვევაში, დაუყონებლივ მოხდეს გამოძიება. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამარტო სახელმწიფო თანამშრომლობა, არამედ დარგობრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს. მათ შორის პროკურატურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ყველა შესაძლო დარღვევას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, ამაზე არის პრევენციული საუბარი“, - აცხადებს ცქიტიშვილი.  

ამერიკის ელჩი საქართველოში საქართველოს მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. უწყებამ კელი დეგნანის კომენტარიც გაავრცელა, სადაც ელჩმა სამართლიან არჩევნებში პროკურორის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


 


close დახურვა