logo
ENG



ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს

23 აპრ 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა და კლინიკას დატოვებს. მისივე განცხადებით, კიდევ ერთ პაციენტზე ელოდებიან მეორე ტესტის პასუხს და თუ ისიც უარყოფითი იქნება, მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან არც ერთი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება, თუმცა 2 პაციენტი პნევმონიის გამო საყურადღებოა. 

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 პაციენტია დაკვირვების ქვეშ აქედან 40 პაციენტს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა. დღეს ერთი გაჯანმრთლებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. პირველი პაციენტია, რომელიც ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელდა. მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი ტესტი უარყოფითი და დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდება. თუ მეორე ტესტის პასუხიც უარყოფითი იქნება მაშინ ისიც დატოვებს კლინიკას. რაც შეეხებათ ახალ პაციენტებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მე როგორც ვიცი თუ არ ვცდები მარნეულის კლასტერია. კოვიდდადასტურებული პაციენტებიდან მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ გვყავს, თუმცა ორ პაციენტს სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ

ამ დროისთვის საქართველოში ​კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია -107. გარდაიცვალა 5 ადამიანი. 

კარანტინის რეჟიმში - 5223 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 3-ს შეადგენს.


close დახურვა