logo
ENG



ლევან იოსელიანის თქმით, ოცნებას მიშელის დოკუმენტის ანულირების საშუალება ენმ-მ მისცა

28 ივლ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 
ლევან იოსელიანის თქმით, ოცნებას მიშელის დოკუმენტის ანულირების საშუალება ენმ-მ მისცა
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნებას შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესაძლებლობა ნაციონალურმა მოძრაობამ მისცა.

როგორც მან აღნიშნა, ენმ-ს დოკუმენტზე ხელი რომ მოეწერა, მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გასვლას "ვერ გაბედავდა".

"მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხიმსგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო. წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ, პოლიტიკურმა სპექტრმა იმისათვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო და ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად თქვა ამაზე უარი.

თუმცა, უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი და ფაქტობრივად, გაუხსნა ხელ-ფეხი იმისთვის, რომ ცალმხრივად უარი ეთქვათ ამ შეთანხმებაზე. ჩემთვის ეს არ იყო დიდი სიურპრიზი", - თქვა იოსელიანმა.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და "სხვადასხვა პირობაზე" იქნება დამოკიდებული.


close დახურვა