logo
ENG



ლელო: ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს

27 აპრ 202214:31
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ინფორმაციით, ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს. ამაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელოს წევრებმა ისაუბრეს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხადი გახდა, რომ სანქცირებული ნავთობი ჩამოტანილი იყო ბათუმის პორტში, სადაც ყაზახურმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა სანქცირებული ნავთობის გადატანაზე. ეს იყო ფაქტობრივი მოცემულობა, რის გამოც უკვე შიდა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე სანქცირებული ნავთობი გადამისამართდა ყულევის ნავთობტერმინალში, საიდანაც, სავარაუდოდ, მოხდება მისი ტრანსპორტირება. ქართული ოცნების ეს დანაშაულებრივი პოლიტიკა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მათ შორის, ჩვენ გვაყენებს სანქცირების რისკის ქვეშ" - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

პარტიის კიდევ ერთ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით ღარიბაშვილს პარლამენტში მოუწევს უპასუხოს კითხვებს, თუ როგორ მოხდა საქართველოში სანქცირებული ნავთობი.

"ახლა ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებთან ერთად ხდება ნავთობს ისე დაბინავება, რომ არაერთი საერთაშორისო რეგულაცია და სანქცია ირღვევა. ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ყულევიდან ეზიდებიან სანქცირებულ ნავთობს, რომლები სანქცირებული ჭაბურღილებიდანაა ამოღებული და მოპოვებულია იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოყოლილი"- ამბობს ბუაძე.

ლელო ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

პარტიის კითხვები 25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შეეხება, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს"

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

 


close დახურვა