logo
ENG



ლელოს ინიციატივაა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენება დასჯადი გახდეს

21 აპრ 202215:52
3 წუთის საკითხავი
 

ლელო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენება დასჯადი უნდა გახდეს. ეს ლელოს ლიდერებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვეს.

პარტიის წინადადებაა, აიკრძალოს რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური სიმბოლოების Z და V და ე.წ წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება.

"დღეს როდესაც თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით პუტინის რაშიზმის გამართლება და დაცვა არის ჩვენი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენებას. ასეთი სიმბოლოები, რომლებიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს არის ე.წ წმინდა გიორგის ლენტი, ასევე რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური სიმბოლოების Z და V გამოყენება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა