logo
ENG



ლენტეხიდან ტესტირების პასუხის შემდეგ გაირკვევა გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი

09 აპრ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის რუკის და გავრცელების არეალის გაფართოების პარალელურად, საგანგებო ზომები უნდა გამკაცრდეს. გადაწყვეტილება მთავრობამ, შესაძლოა, დღის ბოლომდე მიიღოს. ასეთია პრემიერის ანონსი. 218 დადასტურებული შემთხვევიდან ბოლო პაციენტები ერთდროულად რამდენიმე რეგიონის ჩაკეტვის ან მკაცრი კონტროლის დაწესების საფუძველი ხდება. 

მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, ქობულეთისა და ვანის მუნიციპალიტეტებს ემატება სვანეთის რეგიონი, ინფიცირებულებთან დაკავშირებული კონტაქტების გამოვლენა კი სულ უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული პროგნოზით, კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი. სპეციალისტების თქმით, კარანტინის რეჟიმის გამკაცრება ქვეყანაში კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შექმნის, ამ ზომების შემოღება კი მთავრობას ახლა მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ ფართო დიაგნოსტიკა მანამდე არ მოხდა.  

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერჯერობით მთელი ქვეყნის მაშტაბით მკაცრი კარანტინის ამოქმედების აუცილებლობა არ დგას. მათი თქმით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობა სწრაფი ტესტების შემოტანის გაჭიანურებამ გამოიწვია, რაც მოსახლეობას კიდევ დამატებით სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. ექსპერტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დგას იმის აუცილებლობა რომ ქვეყანაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდეს.

საქართველოს მთავრობა, ლენტეხიდან ტესტირების პასუხებს ელოდებიან სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი.


close დახურვა