logo
ENG



ლენტეხის გუბერნატორი: საკვებისა და მედიკამენტების მხრივ შეზღუდვა არ იქნება

11 აპრ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 
5sogxditw7uz53y.png

 

ლენტეხის რაიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტერიტორიაზე აკრძალულია გადაადგილება, მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ, იმ პირობით, რომ ისინი რაიონს კარანტინის დასრულებამდე ვეღარ დატოვებენ. მიმდინარეობს მოქალაქეების აქტიური თერმოსკრინინგი. ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედიან ისინი, ვინც საკვებით  მაღაზიებს საკვებითა და პროდუქტებით ამარაგებენ. ქალაქში სიმშვიდეა და მოსახლეობის აქტიური გადაადგილება არ შეინიშნება.

როგორც ლენტეხის გუბერნმატორმა განაცხადა, ამ დროისთვის არ არის საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ასევე გუბერნატორის განცხადებით, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა, ამ ეტაპისთვის, 100-მდე კონტაქტი უკვე დადგენილია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ოჯახური კლასტერი, შემხებლობა დიდად არ გაზრდილა და დღეის მდგომარეობით გვაქვს 100-მდე პირველადი კონტაქტი. ყველანი იმყოფებიან მკაცრ თვითიზოლაციაში და მაქსიმალური დაკვირვება ხდება ამ პიროვნებებზე. საკვების და მედიკამენტების კუთხით შეზღუდვა არ იქნება, ერთ დღში ვერ მოხდებოდა დეფიციტი. უწვეტ რეჟიმში გაგრძელდება მუნიციპალიტეტის პროდუქტებისა და მედიკამენტებით მომარაგება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ამის მიზეზი 53 წლის კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცია, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად იმყოფებოდა, ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება. გარდა ამისა,  ლენტეხში კორონავირუსი დამატებით 4 პირს აღმოაჩნდა. ტერიტორიაზე მყოფი 100 პირი, რომელთაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულებთან,  თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ლენტეხის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან.

 


close დახურვა