logo
ENG



ლია გოლიაძე - ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა

14 აპრ 202021:32
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილების უფროსმა ლია გოლიაძემ გადაცემა „COVID-19“-ში სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც გოლიაძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

„ბოლოს რამდენადაც ვიცით, მისი თქმით, ხარებას იყოს ტაძარში. მანამდე ჰქონდა ხველა და დაბალი ტემპერატურები. იყო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები, ამის შემდეგ ჩაუტარდა ტესტირება და დადასტურდა ინფექცია. დაინფიცირებული არიან ასევე მისი ოჯახის წევრებიც. მისი მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან არის ორმხრივი პნევმონია კომპიუტერული ტომოგრაფიით და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა ლია გოლიაძემ

შეგახსენებთ, კოვიდ-19-ით სასულიერო პირი დაინფიცირდა, რომელიც თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია.


close დახურვა