ლიბანში საპროტესტო აქციები არ წყდება. ბეირუთის ქუჩებში ამჯერად ქალები გამოვიდნენ. აქცია მას შემდეგ მოეწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის გადამდგარი პრემიერი ეკონომიკურ პრობლემებზე სასაუბროდ პოლიტიკურ ლიდერებს ხვდებოდა. აქციის მონაწილეებმა ბეირუთის მთავარ მოედანზე სანთლები დაანთეს. ისინი სამთავრობო ცვლილებებს და მიმდინარე პროცესებში ყოფილი პრემიერის ჩაურევლობას ითხოვდნენ. გამოსვლები ქვეყანაში 17 ოქტომრიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სამთავრობო ცვლილებებს ითხოვენ.