ხელისუფლება აბსურდული გადაწყვეტილებების ჩემპიონატში მორიგ მწვერვალს იპყრობს - განათლების სამინისტროს ახალი რჩევა-რეკომენდაციის თანახმად, სასკოლო ექსკურსიის ჩასატარებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მხოლოდ 1 დღე აქვთ, სკოლიდან ექსკურსიის ლოკაციამდე მანძილი კი არ უნდა აღემატებოდეს 150 კმ-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ კახელი ბავშვები ექსკურსიაზე გელათს ვეღარ ნახავენ, ბათუმელები - ალავერდს, ქუთაისელები - წინანდლის მამულს და სვანები - დადიანების სასახლეს.
ლიმიტირებული ექსკურსია - დროება
15 მაი 202220:47
3 წუთის საკითხავი