ლიტერატურულ კონკურს ლიტერას გრძელ სიაში შემავალი ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავენ, რომ ჟიურიდან სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ლიტერა სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს.
"კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ლიტერას, ასევე, ლიტერა მთარგმნელებისთვის, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე. მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელმომწერები ემატებიან. ამ დროისთვის
- თამთა მელაშვილი
- მიხეილ ციხელაშვილი
- ივა ფეზუაშვილი
- ბათუ დანელია
- რუსუდან რუხაძე
- შოთა იათაშვილი
- ეკატერინე ტოგონიძე
- ეკა ქევანიშვილი
- თათია ნადარეიშვილი
- ია გაბუნია
- ია მახათაძე
- თაკო ბაქრაძე
- ბელა ჩეკურიშვილი
- ალეკო შუღლაძე
- თეონა დოლენჯაშვილი
- არჩილ ქიქოძე
- თინა მამულაშვილი
- რატი მუჯირი
- ელის დოჯსონი
- ლელა ლაშხი
- ნინია სადღობელაშვილი
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი
- ანდრო დადიანი
- ზვიად კვარაცხელია
- ბექა ქურხული
- გიორგი შერვაშიძე
- თორნიკე ლორთქიფანიძე
- ირმა შიოლაშვილი
- დავით ქაშიაშვილი
ლიტერას პრემიერ 2015 წლიდან არსებობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. უწყებამ ჟიურის წევრად სოსო ჭუმბურიძე შეარჩია.
ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებისა და მინისტრ თეა წულუკიანის გამო მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.
გარდა ამისა, ჟიურიდან გავიდა მწერალი რეზო თაბუკაშვილი.