logo
ENG



ლომჯარია ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრებს მართავს

28 იან 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველს ამ წუთებში მოლაპარაკებები აქვს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, შეხვედრამდე მან განცხადება გააკეთა მედიასთან. ლოომჯარიას თქმით, მას აინტერესებს ექნება თუ არა უფლება, პირდაპირ მიმართოს ვენეციის კომისიას სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ინიციატივებზე.

„ჩვენ მივაწოდებთ მას ინფორმაციას, რა გავლენა იქონია კანონში არსებულმა ხარვეზებმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და რა რეკომენდაციები გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე, ალბათ, საუბარი შეეხება ჩვენს საარჩევნო სისტემას. სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც ვისაუბრებთ, რამდენად ექნება სახალხო დამცველს შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მიმართოს ვენეციის კომისიას და სთხოვოს მას დასკვნების მომზადება და ამ მიმართულებით თუ არსებობს რაიმე ქმედითი ბერკეტები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


close დახურვა