სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ თემაზე ქართულმა მხარემ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.
ლომჯარიას თქმით, ოკუპირებული რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის იმის ძალიან სახიფათო მცდელობა, რომ ჩვენი მოქალაქის მიმართ გარკვეულწილად დამძიმდეს მისი საქმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ საკითხზე ქართულმა მხარემ დროულად უნდა გასცეს პასუხი, საგამოძიებო ორგანოებმა და გვითხრან რამდენად იყო შესაძლებელი და რამდენად აქვთ ინფორმაცია, თუნდაც მის მიერ კუთვნილი ლეგალურად გაფორმებული იარაღიდან, რამდენად იყო შესაძლებელი გახელაძეს ესროლა იმდენი ტყვია, რამდენსაც საოკუპაციო რეჟიმი ასახელებს. როგორც ვიცი, ეს განცხადებები სიმართლეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს“, - განაცხადა ლომჯარიამ.
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების დასრულებისკენ და კრემლთან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს.
„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა" და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, ქართველ აღსაზრდელებს იცავს და მოსკოვსა და ცხინვალს ადანაშაულებს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს,