logo
ENG



ლონდონში უკრაინის ელჩის თქმით, კიევი რიში სუნაკის ვიზიტისთვის უკვე ემზადება

29 ოქტ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/uwqxqxw5gef2sqm.jpeg

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თქმით, კიევი უკვე ემზადება რიში სუნაკის ვიზიტისთვის. ამის შესახებ ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ სატელევიზიო კომენტარისას განაცხადა.

პრისტაიკოს თქმით, პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ სუნაკმა პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტს დაურეკა.

"ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, შეთანხმდნენ, რომ რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს განახორციელებდა. როდის მოხდება ეს კონკრეტულად? ამაზე უკვე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ბრიტანეთის მთავრობიდან", - თქვა ელჩმა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიევში. მომდევნო პრემიერმინისტრ ლიზ ტრასსაც, რომელიც ომის დაწყებისას საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, არაერთხელ დაუდასტურებია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ერთგულება მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

 


close დახურვა