logo
ENG



ლუკაშენკო: მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს NATO-ში შეათრევენ

20 თებ 202414:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/9zj8dpyp06nidnd.jpg

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს NATO-ში "შეათრევენ". მისი თქმით, "კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება".

"ჩვენ რეალურად, ვიმყოფებით გაჭიანურებული და დიდი სამხედრო პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, დაშინების ძველი მეთოდების გამოყენებით. პროგნოზები იმედგამაცრუებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. 

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ NATO-ს გაფართოებას. მათთვის მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია. გულწრფელად ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე - თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის გავლენის ქვეშ მოექცა. ეჭვგარეშეა ის, თუ ვისი პოლიტიკა და ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლა - ეს ექსპანსიის მორიგი ეტაპია. ალიანსში, ბოსნია ჰერცოგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს შეათრევენ და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება", - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ არსებული ეჭვები უსაფუძვლოა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბელარუსი სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალს აძლიერებს. კერძოდ, ქვეყნის შეიარაღებას საზენიტო-სარაკეტო დივიზია და ისკანდერის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა დაემატა.


close დახურვა