logo
ENG



ლუკაშენკო: უკრაინაში სპეცოპერაცია ჩავატარეთ და მთელი ჩვენი ხალხი გავათავისუფლეთ

07 აპრ 202216:15
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ბელარუსიამ უკრაინაში ჩაატარა "სპეციალური ოპერაცია თავისი მოქალაქეების გასათავისუფლებლად".

"ამ ნაძირლებმა [უკრაინელები], დაიწყეს ჩვენი ხალხის დაკავება. პირველ რიგში ავტომობილების მძღოლების, რომლებიც იმ დროს იქ აღმოჩნდნენ. წაგვართვეს ჩვენი ვაგონები, დააკავეს ჩვენი მანქანები და ასამდე, ჩემი აზრით, ჩვენი ბიჭები, რომლებიც მართავდნენ ამ სატვირთოებს. მე გავაფრთხილე უკრაინელები, რომ იძულებული გავხდებოდით ამ ხალხის გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაგვეტარებინა. ასეთი სპეცოპერაცია ჩავატარეთ და მთელი ჩვენი ხალხი გავათავისუფლეთ." - განაცხადა ლუკაშენკომ.

ასევე ბელარუსიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება.

დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად იყენებს. ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრას ამართლებს და რუსეთის პოზიციას იზიარებს. ომის დაწყების გამო რუსეთის გარდა, სანქციები ბელარუსსაც დაუწესდა.


close დახურვა