logo
ENG



ლუკაშენკო პოლიტპატიმრებს შეხვდა და კონსტიტუციის შეცვლაზე ესაუბრა

12 ოქტ 202015:07
3 წუთის საკითხავი
clock 658
vy1cpjgepknndx6.png

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შემდეგაც მისი უფლებამოსილების ნაწილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე გადანაწილდება და პრეზიდენტს აბსოლუტური ძალაუფლება არ ექნება. 

ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გარდა ამისა, Belsat-ს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო წინასწარი დაკავების იზოლატორში იმ პირებს შეხვდა, რომლებიც პოლიტპატიმრებად არიან ცნობილები. სულ შეხვედრას 12 პირი ისწრებოდა, მათ შორის იყო ცნობილი ბლოგერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე, სერგეი ტიხანოვსკი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკა. შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, 2 პატიმრის გათავისუფლების შესახებ. ადგილობრივი ექსპერტები და პოლიტოლოგები ამ გადაწყვეტილებას ლუკაშენკოს პოზიციების შესუსტებად აფასებენ. 

"ნახევარზე მეტი აქ იურისტი და ადვოკატია, ამიტომ არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ კონსტიტუცია ქუჩაში არ იწერება", - მიმართა პოროშენკომ პოლიტპატიმრებს. 

3 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ ლუკაშენკოს საკონსტიტუციო ცვლილებების კონკრეტული გეგმა აქვს. კერძოდ, ლუკაშენკოს ჩანაფიქრით, ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს მოუწოდებენ საპროტესტო აქციები შეწყვიტონ, მათ კი სანაცვლოდ პატირობიდან გაათავისუფლებენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიაში გააწევრიანებენ

ცნობისთვის, ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს ონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თავის მხრივ, ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. 


close დახურვა