logo
ENG



ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

25 დეკ 202321:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/fljcd12bb8kgmau.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა ბელტას ინფორმაციით, ლუკაშენკო სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ლუკაშენკოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ მომავალ წელს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდეს, რაზეც მან უპასუხა:

"ვფიქრობ, არის შანსი. უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს"- თქვა ლუკაშენკომ.

 

 

 


close დახურვა