logo
ENG



ლუჰანსკში დაბომბილი სკოლის ნანგრევებიდან, სულ მცირე 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

08 მაი 202202:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/08/tn4hdu6z4uufvmo.jpg

ლუჰანსკის სოფელ ბელოგოროვკაში რუსი ოკუპანტების მიერ სკოლის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის შენობიდან, რომელსაც 100-მდე ადამიანი აფარებდა თავს, სულ მცირე 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

მანამდე ლუჰანსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ შენობის ნანგრევებიდან 30 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ხვალ განახლდება.


close დახურვა