ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების თავდასხმას ფრანგი ჟურნალისტის ფრედერიკ ლეკლერკის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლეკრელკი BFMTV-ის ჟურნალისტი იყო.
გაიდაი ამბობს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ოკუპანტებმა ჰუმანიტარულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც 10 მშვიდობიანი მოქალაქის წამოსაყვანად მიდიოდა. გაიდაის თქმით, ზუსტად ამ დროს დაიღუპა ჟურნალისტი.
"დღეს, ჩვენი ჯავშან მანქანა მიდიოდა, რათა 10 ადამიანი წამოეყვანა ოლქიდან, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ნაღმების აფეთქების დროს ჯავშან მანქანა დაზიანდა და სასიკვდილო ჭრილობა ყელში მიიღო აკრედიტებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას ამზადებდა", - ამბობს გაიდაი.