logo
ENG



მადლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი ევროპას და აშშ-ს - გრიგოლ ვაშაძე

30 ნოე 201911:35
3 წუთის საკითხავი
 
4nf61vtr591frrt.jpg

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომენტარი მედიასთან გააკეთეს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი შევხედრა სტრატეგიული პარტნიორების დამსახურებაა. რაც შეეხება მოლოდინებს, მისი თქმით, ოპოზიციამ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადადგა. 

"ორი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი - პირველი: მადლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი ევროპას და აშშ-ს, რადგან მათ თავის თავზე იტვირთეს ეს მისია და დაიწყეს დიალოგი. მეორე: გუშინდელი კოშმარული ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ აიიპ-ებისა და სსიპ-ების  თანამშრომლების მეშვეობით ჩვენს ოფისთან, დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. მესამე: ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით და თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე დაპირისპირებულია "ქართულ ოცნებასთან", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 

 


close დახურვა