logo
ENG



მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის მეორე ვადით წარდგენას აპირებს

24 დეკ 202317:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/o3oybwlpfty0kr4.jpg

მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის მეორე ვადით წარდგენას აპირებს.

ამის შესახებ მან პრეზიდენტობის სამი წლის შეჯამებისას განაცხადა. სანდუს თქმით, პირობები, რომლებიც პირველი ვადით არჩევისას დადო, შესრულებულია.

"ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის კუთხით. განმტკიცდა ეროვნული დამოუკიდებლობა და პროვოკაციების მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახერხა ომში ქვეყნის ჩათრევა.

მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. აუცილებელია, მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომელ გზას ვირჩევთ", - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.


close დახურვა