ლევან იზორია ერთადერთი არაა, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტი დატოვა. ფორმულას ინფორმაციით, პოსტს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დატოვებს.
„სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს ქვეყნის მეთაური პრემიერ-მინისტრი და თუ ის დაიგეგმება ამის შესახებ კომენტარს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. მინისტრთა კაბინეტში ვიქნები თუ არა მე, ამის შესახებაც გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა რომელიც არის დასასრულებელი,“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ისინი არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდებიან. ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციური ძალების და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება მცდელობა, რომ მოსახლეობას არასტაბილურობის განცდა შეუქმნას.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, შესაბამისად ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპოზიციური ძალებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება მცდელობა, რომ ჩვენ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.