logo
ENG



მაკრონი ტერორისტებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის იდეით გამოვიდა

24 ოქტ 202316:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/g0kttbslq5s5ajf.jpg
Christophe Ena/Pool/AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს, დაახლოებით, მსგავსი უნდა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელის.

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ჰამასის "ქმედებები და განზრახვა" ISIS-ს შეადარა და ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა კიდევ ერთხელ დაგმო. მისი თქმით, ჰამასის ქმედებები ჩვენი ისტორიის "შავი ფურცელია"

"ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა უმოწყალო უნდა იყოს, თუმცა არა წესების გარეშე", - თქვა მაკრონმა და აქვე ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას.

მაკრონი ისრაელში დღეს ჩავიდა. ვიზიტის მიზანია ისრაელისთვის სოლიდარობის ჩვენება, მძევლების გათავისუფლებაში დახმარება და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება. საფრაგენთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა