logo
ENG



მაკრონის თქმით, ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის

09 აპრ 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/s58ye5218a3vsuj.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის.

ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გამოცემასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ საუბრის დროს განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმავე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ, რომ დღეს კვლავ სამხედრო მოქმედებებია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის, თუნდაც ჩვენ ამას ვამზადებდეთ", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მაკრონმა თქვა, რომ დილოაგის მიზანი უკრაინაში ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრა.

"არ შეიძლება არსებობდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, სანამ ევროპაში ომი ან გაყინული კონფლიქტია. არის თუ არა უკრაინას პრიორიტეტი ჩინეთის დიპლომატიისთვის? ალბათ არა. მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას შეარბილოს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ", - განაცხადა მაკრონმა.


close დახურვა