logo
ENG



მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზადაა, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს

16 მაი 202311:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/8g4ymjzgwa32dcj.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზადაა, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არ განიხილება. თუმცა, მაკრონი აღნიშნავს, რომ დებატები ამ საკითხზე გაგრძელდება. ამასთან, ის ამბობს, რომ აუცილებელია პილოტების მომზადების ეტაპი დაიწყოს.

"ჩვენ გავხსენით კარი პილოტების მომზადებისთვის და ამას ვაკეთებთ რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომლებიც ამისთვის მზად არიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკელებთან. პილოტების სწავლება შეიძლება დაიწყოს დღესვე.

საფრანგეთი ერთსა და იმავე პოზიციას იკავებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში. ახლა ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან კონტრშეტევის წარმატება გადამწყვეტი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას შეიარაღებას აწვდის, მათ შორის რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი კიევს საშუალებას მისცემს წარმატებული კონტრშეტევა განახორციელოს. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ პარიზი არ გადასცემს უკრაინას იარაღს, რომელმაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს.


close დახურვა