logo
ENG



მალიარი: მტერი ადვილად არ დანებდება, ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება

20 ივნ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/7mrnwomsytgvw19.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი ადვილად არ დანებდება და წინ ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება.

"თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება.

არ ღირს სამხედროების წარმატების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან [კონტრშეტევით] ოპერაციას რამდენიმე ამოცანა აქვს, რომელიც უკვე ხორციელდება", - თქვა მალიარმა.

გუშინ, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლება - პიატიხატკი გაათავისუფლეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორ კვირაში უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა