უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.
"დღეს აღმოსავლეთის ძალების ჯგუფმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყო შეტევა. ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოეს, კლიშივკას, კურდიუმივკას მიმართულებით. პროგრესი ყველა ფრონტზეა", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, ავდიივკას მიმართულებით მტერმა საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განახორციელა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სამხრეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.