logo
ENG



მანუჩარ კვირკველია, კახა ოქრიაშვილი - ძალა ერთობაშიამ 5 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

15 სექ 202015:05
3 წუთის საკითხავი
 
5aarj3vsx38stbh.png

საარჩევნო ბლოკმა ძალა ერთობაშიამ ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.

  1. ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;

  2. კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

  3. ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

  4.  მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის             მუნიციპალიტეტები;

  5.  დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა         მესტიის მუნიციპალიტეტები;

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში  5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის. ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ძალა ერთობაშიას" სახელით იბრძოლებს.

 



close დახურვა