logo
ENG



მაჟორიტარები 1 თვეში დასახელდება, პროპორციული სია სექტემბრისთვის გახდება ცნობილი - კობახიძე

11 ივნ 202008:02
3 წუთის საკითხავი
clock 366

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ლიდერობაზე საუბარი ყოფილ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთანაც ჰქონდეთ.

მისი თქმით, სიის ფორმირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა "ფორმულასთან" საუბრისას სიის სათავეში ბახტაძესთან ერთად, არც გიორგი გახარიას და არც საკუთარი კანდიდატურა გამორიცხა.

კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარები ერთ თვეში დასახელდება, პროპორციული სიის შესახებ კი სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. 

"სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ არის დაწყებული. როგორც კი დაიწყება ეს კონსულტაციები საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. თუ მამუკა ბახტაძეს ექნება ინტერესი, მასთან ამ საკითხის განხილვა იქნება. მაჟორიტარები დაახლოებით ერთ თვეში დასახელდება, რაც შეეხება პროპორციულ სიას ამისთვის გვაქვს მეტი დრო. შესაძლოა სიის კანდიდატები სექტემბრისთვის დავასახელოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა