logo
ENG



მარგველაშვილი არჩევნებზე: არაფორმალური წყაროებით ვიცი, რომ იქნება ძალადობა

12 თებ 202022:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება მოსყიდვას, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გეგმავს.

„მე ვხედავ, რომ ძალიან მძიმე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებას ეცდებიან. ეს არ იქნება მარტო ბინძური შავი პიარი, რომელიც აქამდე იყო, არამედ რასაც მე არაფორმალური წყაროებიდან ვიღებ, ეს იქნება ძალადობა, მოსყიდვა, სახელმწიფოს მიერ არსებული მთელი ადმინისტრაციული რესურსის მძიმე გამოყენება.

დღეს მზადება ამ ფორმით მიმდინარეობს. ეს არის საშიშროება, რომ დასავლელი პარტნიორებისგან არ გვექნება ლეგიტიმაცია და გვექნება ლეგიტიმაცია ჩვენი მეზობლისგან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


close დახურვა