logo
ENG



მარგველაშვილი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხვალ შეხვდება

26 დეკ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/26/dv5qd9m7zjon3lz.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 27 დეკემბერს შეხვდება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარგველაშვილი 12:00 საათზე გეგმავს მისვლას.

შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.

20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში ზურაბიშვილს შეხვდა. მისივე თქმით, აპირებს სააკაშვილთან შეხვედრასაც, რისი თხოვნითაც პენიტენციურ სამსახურს მიმართა. ეს მოთხოვნა მას დაუკმაყოფილეს.

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს ეროვნული თანხმობის მიღწევის მისი ხედვა გააცნო, ახლა კი პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.


close დახურვა