logo
ENG



მარეგულირებელმა, შესაძლოა, მედიაორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს

06 ივლ 202021:36
3 წუთის საკითხავი
clock 1408
wvzjngycrj7mdhq.jpg

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ - კომისიის მიერ გამოცემული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სადავო აქტის მოქმედება ავტომატურად არ გაჩერდება.

შესაძლო ცვლილებებს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა - მისი  აზრით, ეს მოქმედებები პირდაპირაა მიმართული ტელევიზიების წინააღმდეგ და მედიაგარემოს გაუარესებას მოასწავებს.

„პირდაპირ არ წერია, რომ ეს ეხება ტელევიზიებსაც, მაგრამ მერწმუნეთ, ეს შეეხება ტელევიზიებს. კარგად ვიცნობ უკვე ბექაურს და ვიცი რასაც აპირებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბექაურს სასამართლოების დასრულებამდეც აღარ უნდა მოცდა და მაშინვე უნდა მისი არანორმალური გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც პრაქტიკულად მედიაში სპეცრაზმით შევარდნის ტოლფასია", - წერს ჯანგირაშვილი.


close დახურვა