logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით

13 ივნ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
4rzzgxb295r2yug.png

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა ასეთი მომატებული ტემპებით წავიდა, დავირუსების მეორე ტალღა გარდაუვალია.​

მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დიდი პასუხისმგებლობით შეხედოს ამ საკითხს, დაიცვან რეკომენდაციები და აუცილებელი მიზეზების გარეშე სახლიდან არ გავიდნენ.

„მეორე ტალღა ნიშნავს, რომ ერთი ჩამთავრდება. ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება.

ამ მდგომარეობას ვერც მედპერსონალი ვერ შეინარჩუნებს, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც თავგამოდებული მუშაობით არაჩვეულებრივად მოდიოდნენ და მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები: არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ თავყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან აუცილებელი მიზეზების გარეშე, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას და გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე, თუ ამას მოსახლეობა დიდი პასუხისმგებლობით არ შეხედავს.

კოვიდი არსად არ მიდის ჩვენთან რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. თავი უნდა დავიცვათ, რომ ერთმანეთს არ შევუქმნათ პირობა. ვთხოვ ყველას განსაკუთრებული პასუხისმგბელობით მოეკიდონ ამ პრობლეამას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში 851 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.


close დახურვა