ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსის გავრცელება ლოკალიზებულია. მისი განცხადებით, ამის მიზეზი ინფიცირებულების კონტაქტების სწრაფი გამოვლენა და მათი იზოლაციაა.
"ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სწრაფი კვლევები და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ინფიცირებულების კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს. ბათუმიც და ცაგერიც ლოკალიზებულია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებიით, ახალი შემთხვევბიდან აჭარაში 87 შემთხვევაა დადასტურებული.
სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.